დაკავება არასრულწლოვანი გოგოს "მოტაცების" ბრალდებით

15 თებერვალი 2020, 15:07 8806 ნახვა

მარნეულში არასრულწლოვნის გამტაცებელი დაკავებულია. გოგონა უკვე სახლში დააბრუნეს, ბრალდებულს კი 7 დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულმა 3 თანამზრახველთან ერთად, გუშინ, მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 17 წლის გოგოს და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა. სამართალდამცველებმა გამტაცებელი მარნეულშივე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს. სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ გოგონა ფსიქოლოგთან მიიყვანონ, რათა მომხდარის დავიწყება შეძლოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი