დააკავეს კაცი, რომელიც შვილების თანდასწრებით მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა 

26 თებერვალი 2020, 16:39 521 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს  არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი