ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის შედეგები

26 თებერვალი 2020, 09:58 402 ნახვა

გუშინ, 25 თებერვალს, გვიან ღამით უეფას ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი მეერვედფინალური მატჩი გაიმართა.
ლონდონის ,,ჩელსიმ’’   ,,სტემფორდ ბრიჯზე’’ მიუნხენის ,,ბაიერნს’’ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 0-3 დამარცხა.

პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულოდა, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისშივე 51-ე წუთზე ლევანდოვსკის გადაცემა გნაბრიმ გამოიყენა და ანგარიში გახსნა.

3 წუთში კი იგივე დუეტმა მეორედ დაამწუხრა ,,არისტოკრატები’’. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ 71-ე წუთზე დააფიქსირა. 

გერმანელები, უკვე გამოერებით შეხვედრაში, კომფორტული სხვაობით მიიღებენ ინგლისელებს.
რაც შეეხება  მეორე შეხვედრას  აქ იტალიურმა ,,ნაპოლიმ’’  ,,სტადიო სან პაულოზე’’  ,,ბარსელონა’’  მიიღო და 1-1 დაუზავდა. 

შეხვედრაში ანგარიში ნეპოლელებმა გახსნეს, გოლის ავტორი დრის მერტენსი გახდა.

 ,,ბარსელონამ’’ ანგარიში 57-ე წუთზე სემედოსა და გრინზმანის კომბინაციის შემდეგ გაათანაბრა. ამ დაპირისპირებაში უკვე ყველაფერი კატალონიაში გადაწყდება.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩები  19 მარტს გაიმართება .
დღეს კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ბოლო ორი მეერვედფინალუი მატჩი გამიართება .
,,ლიონი’’  სტუმრად ტურინის ,,იუვენტუსს’’ მიიღებს.

ფრანგებს ამ შეხვედრაში  დეპაი, კონე და სოლეტი დააკლდებათ, ასევე საეჭვოა რაფაელის თამაშიც. ტურინულ გრანს მეჰდი დემირალი და დუგლას კოშტა არ ეყოლებათ, ხოლო ხედირას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მეორე მატჩში კი მადრიდის ,,რეალი’’  ,,სანტიაგო ბერნაბეუზე’’  ,,მანჩესტერ სიტის’’ დაუპირისპირდება. მადრიდელებს ამ მატჩში ასენსიო და აზარი დააკლდებათ , ხოლო ,,ქალაქელებს’’ სანე არ ეყოლებათ , სტერლინგის თამაში კი საეჭვოა.
ორივე შეხვედრა დღეს 23:55 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში