ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატს წარადგენს

22 თებერვალი 2020, 18:35 415 ნახვა

2020-ის არჩევნებში, ხელისუფლების დამარცხებისთვის რეგიონებში კოორდინირებულ მუშაობას გეგმავს ოპოზიცია. პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატს დააყენებენ.აქ ფიქრობენ, რომ კანდიდანტებს გამარჯვება არ გაუჭირდებათ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მაჟორიტარი კანდიდატების სიას მარტში გაასაჯაროვებენ

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას აღარ აპირებს.  არც უმრავლესობის 100/50-ზე შეთავაზების სისტემას მიიღებს. ოპოზიციის ინფორმაციით, ისინი დიპლომატებსაც მიმართავენ და ახალ სისტემას მათთან შეთანხმებით წარმოადგენენ.  საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა. ოპოზიცია 4 აპრილს პარლამენტთან მასშტაბურ აქციას გეგმავს. ხელისუფლება კი ოპონენტებს ულტიმატუმს უწესებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში