საჯარო მოხელეები და ხელისუფლების მხარდამჭერები - აქცია სხდომის პარალელურად

19 თებერვალი 2020, 20:26 495 ნახვა

სხდომის პარალელურად შენობაში და შენობასთან, დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები სხვადასხვა ჯგუფიდან. ნაწილი ისეთი ვინც ძირითადად სამთავრობო აქციებზე ჩანს, ნაწილი საჯარო სამსახურებიდან, ნაწილი კი ე.წ. ოცნების ქალაქიდან. იყო სხვა აქციაც -  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული „ალტერნატივა“ მხარდასაჭერად შეიკრიბა. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებიდან რამდენიმე ათეული პირი კი იმის სათქმელად, რომ მათ სურთ აჭარის ტელევიზიამ „კარგი ამბები“ გააშუქოს.

განაცხადეს, რომ უნდოდათ თორნიკე რიჟვაძისთვის მადლობის გადახდა, მაგრამ ტელევიზიამ ეს არ გადაიღო. ამ ჯგუფის ტელევიზიასთან მისვლას, ე.წ. ოცნების ქალაქიდან მარინა ბერიძემ სამთავრობო გუნდის მიერ ორგანიზებული უწოდა. ვის რა სურდა აქციაზე დილის 10 საათისთვის.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში