თბილისმა 2020 წლის საუკეთესო ტურისტული ქალაქის ტიტული მოიპოვა

14 თებერვალი 2020, 19:59 3957 ნახვა

ავიაკომპანიის გამოკითხვა 2020 წლის საუკეთესო მიმართულების შესარჩევად, ინსტაგრამ სტორზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოკითხვის პირველ ეტაპზე 16 ქალაქი მონაწილეობდა.

თბილისმა ჯერ რომი დასცა, შემდეგ სანტორინი დაამარცხა, პარიზს და მალიორკას მუსრი გაავლო და მსოფლიოს 7 ენაზე სტატიაც დაიმსახურა.

დღეს კი, ფინალში თბილისმა ბარსელონას დიდი უპირატესობით მოუგო და მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში