თენგიზ ჯაფარიძის საღამო

30 ივლისი 2025, 11:37 230 ნახვა

„შეხვედრა ვახტანგ ღლონტთან „ - შეხვედრების სერიის სტუმარი ამჯერად   მუსიკოსი  თენგიზ ჯაფარიძე იყო.  სალონური საღამო   ზაქარია ფალიაშვილი სახელობის სამუსიკო სკოლაში  გაიმართა.

თენგიზ ჯაფარიძე არის  მუსიკოსი, პიანისტი, პედაგოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი და მუსიკის სამყაროში გზამკვლევი ახალი თაობისთვის, წლების განმავლობაში იყო ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორის მოადგილე.    

ღონისძიებაზე  შეკრებილებმა ისაუბრეს  მუსიკოსის შემოქმედებაზე, გაიხსენეს მასთან დაკავშირებული საინტერესო  ისტორიები, ასევე  შესრულდა მუსიკალური კომპოზიციები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში