არქეოლოგებმა ქართველი მეფის, აშოტ I (აშოტ დიდი, კურაპალატის) საფლავი აღმოაჩინეს

08 ოქტომბერი 2025, 18:30 196 ნახვა

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე არტანუჯის მხარეში, გევჰერნიკის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევისას წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოჩენილია სამარხი, რომელიც, მკვლევართა შეფასებით, შესაძლოა ტაო-კლარჯეთის გამორჩეულ მმართველს, ქართლის მეფე კურაპალატ აშოტ I დიდს ეკუთვნოდეს.

გათხრების ხელმძღვანელი, დოქტორი ოსმან აიტეკინი, აღნიშნავს, რომ ნაპოვნი სამარხი თაღოვანი სახურავით არის დაფარული და მისი ზომები დაახლოებით 2 მეტრი სიგრძეში და 1.8 მეტრი სიგანეშია. თუმცა, თავად სამარხში ამ ეტაპზე ადამიანის ნეშტი ან სხვა ბიოლოგიური მასალა არ იძებნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე