„ახალი თაობა ხელოვნებისთვის“

27 ნოემბერი 2025, 19:54 377 ნახვა

აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სამინისტროს უწყებაში შემავალი სახელოვნებო სკოლების გალა კონცერტი „ახალი თაობა ხელოვნებისთვის“ გაიმართა.

ღონისძიებაში ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლა, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო, აჭარის ხალხური ხელოვნებისა და ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლები  მონაწილეობდნენ. 

საკონცერტო პროგრამის ფარგლებში, ახალი თაობის ტალანტებმა საფორტეპიანო და საგუნდო, ასევე საბალეტო ქორეოგრაფიულ ნომრები წარადგინეს.

გალა კონცერტამდე გაიმართა სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება.

ღონისძიების მიზანია ტალანტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, მათი პროფესიული უნარების განვითარება, შემოქმედებით პროცესებში ჩართვის ხელშეწყობა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი