ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური  ფესტივალი

05 ნოემბერი 2025, 17:41 161 ნახვა

დღეიდან- საერთაშორისო  თოჯინების თეატრალურმა ფესტივალმა სტარტი აიღო.  ფესტივალის ორგანიზატორებმა ღონისძიების ოფიციალურ ნაწილზე მაყურებლებსა და მონაწილეებს ჟიურის წევრები წარუდგინეს და წარმატებები უსურვეს. ფესტივალს ბათუმი 5 დღის განმავლობაში  უმასპინძლებს. ბათუმის საერთაშორისო თოჯინების ფესტივალში  6 ქვეყნის დასი მონაწილეობს.  ამ დღეების განმავლობაში მონაწილე ქვეყნები  მაყურებლისა და ჟიურის წინაშე სხვადასხვა პიესით წარსდგებიან.  ამის შემდეგ უკვე სპეციალური ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში    გამარჯვებულებს გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე სპექტაკლებთან ერთად  გაიმართება ვორქშოპები. ბათუმის თოჯინებისა და მოზარმდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრმა, ტესტივალი დღეს  სპექტაკლით ,, პლატონი" გახსნა. არმენ ჰოვანესიანის  საავტორო, მარიონეტული სპექტაკლი, მე-20 საუკუნეში, ბათუმში მოღვაწე ექიმის- პლატონ გიგინეიშვილის ბიოგრაფიილ მოტივებზეა  აგებული. ფესტივალი  10 ნოემბერს,  დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე