საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ფილმების ჩვენება

15 ნოემბერი 2025, 14:54 137 ნახვა

„ფერების ცეკვა“ - ასე ჰქვია ახალგაზრდა რეჟისორის, ლენა ჭაღალიძის ფილმს, რომლის ჩვენებაც  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა.

დოკუმენტური ფილმი მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებზეა, რომლებიც უნიკალურ აჭარულ ნაქარგებს ქმნიან. ფილმში ნაჩვენებია მათი ყოველდღიურობა და ყოფა-ცხოვრება.

ფილმის პრეზენტაცია, აჭარის კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში  გაიმართა.
ამავე პროექტის ფარგლებში,  დღესვე,   მოეწყო,  კიდევ ერთი, დოკუმენტური ფილმის - „ფერია“ -ს ჩვენება, რომლის ავტორია რეჟისორი, ნიკა ვერძაძე.

პროექტის მიზანი  აჭარის რეგიონში არსებული კულტურულ-რელიგიური მრავალფეროვნებისა და თავისებურებების წარმოჩენაა.

ფილმების ჩვენების პარალელურად,  მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების მიერ შექმნილი ნაქარგების გამოფენა გაიმართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე