რამდენიმე დღეა საერთაშორისო ავიაკომპანია "რეინეარი" სოციალურ ქსელში გამოკითხვას აწარმოებს - შეკითხვით თუ, რომელი უფრო პრიორიტეტული მიმართულებაა მოგზაურებისთვის.
ინსტაგრამ სთორზე თბილისის საპირწონედ იყვნენ; რომი, სანტორინი და პარიზი. ხმის მიცემა კი სოციალური ქსელის მომხმარებლეებს შეეძლოთ.
თბილისმა ჯერ რომი დასცა, შემდეგ სანტორინი დაამარცხა, პარიზს და მალიორკას მუსრი გაავლო.
ონლაინ ომით გაკვირვებულმა ავიაკომპანიამ სტატია დაწერა, სადაც ნათქვამია რომ: ''ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე განთავსებული ქვეყანა, რომელიც ტრადიციებსა და თანამედროვეობას აერთიანებს. ქართველები უზომოდ ამაყობენ თავიანთი მემკვიდრეობით და ისტორიით. საქართველომ გაუძლო რთულ წარსულს, სამოქალაქო ომს და რუსეთთან დაძაბულობას."
ავიაკომპანია თბილისს "მიმზიდველ ქალაქს" უწოდებს და ამბობს, რომ იგი "ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დედაქალაქია ევროპაში".
სტატიაში თბილისი უსაფრთხო ქალაქადაც არის მიჩნეული. აღნიშნულია ქართველების სტუმართმოყვარეობა, გასტრონომიული კულტურა, თბილისის ციხესიმაგრეები, გოგირდის აბანოები და ადგილობრივი ბაზრები.
საქართველოს შესახებ სტატია Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე 7 ენაზე გავრცელდა.