ქართველების ონლაინ მოგებული "ომები" - ბოლოს რომი დავამარცხეთ

10 თებერვალი 2020, 13:55 3176 ნახვა

გუშინ, 9 თებერვალს, მთელი ღამის განმავლობაში, საერთაშორისო ავიაკომპანია გამოკითხვას აწარმოებდა, რომელი იყო უფრო პრიორიტეტული მიმართულება -  რომი თუ თბილისი? ამ სთორზე ქართველ ონლაინ იუზერებს ნამდვილი ომი ჰქონდათ გაჩაღებული.

კომპანიის ინტერაქცია ჩვეულებრივ რითმში მიმდინარეობდა მანამ, ვიდრე ქართველი სოციუზერები გამოკითხვის შესახებ შეიტყობდნენ და ნამდვილ კამპანიას ააგორებდნენ საქართველოში. მომხმარებლებმა ეს გამოკითხვა ყველგან გადააზიარეს, ერთმანეთს სმსებით გაუგზავნეს, სთორებზე დადეს ერთადერთი მოწოდებით, ხმა მიეცით თბილისს. ამის შემდეგ მონაცემები, რომელიც 60% რომის სასარგებლოდ იყო, საგრძნობლად შეიცვალა.

სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ, ქართველებმა ონლაინ სივრცეში ისევ იმარჯვეს. ამ თემაზე არაერთი სახუმარო პოსტიც გაზიარდა: ,,ვიდრე ქართველები გაიგებნენ" და "მას შემდეგ, რაც ქართველებმა გაიგეს"... თუმცა სულ არ ხუმრობდა ერთ-ერთი ინგლისურენოვანი მომხმარებელი, რომელმაც კომპანიის გამოკითხვაზე კომენტარად დაწერა - "ქართველებს რას მოუგებ, მაგათმა ტრამპიც კი დაჰაკესო" 

ეს ბოლო ამბავი იყო, შეგახსენებთ იმ სამ ამბავს, რომლითაც ქართველებმა ონლაინ მსოფლიო მთლიანად"გააოცა"

პირველი ამბავი ტრამპს ეხება:  აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ლაივის მიმდინარეობისას ქართველები სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურობდნენ და ბევრ სახალისო კომენტარს წერდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ კომენტარები ქართული შრიფტით იწერებოდა. იყო სერიოზული, არასერიოზული ზოგი მარკეტინგული ხასიათის ინფორმაციებიც. ასევე იუმორით სავსე და რამდენიმე კომენტარი: #NBAvotezazapachulia. 

ზემოთ ვახსენეთ NBavotezazapachulia და სწორედ მას უკავშირდება ქართველების მიერ ონლაინ ომის მოგება, ის ახლოს იყო ოლ სტართან, ეს ძირითადად ქართველების დამსახურება გახლდათ. მომხმარებლები "ზედმეტად" აქტიურად იყო ჩაბმული საარჩევნო პროცესში და Facebook-ით, Twitter-ით, NBA-ს ოფიციალური ვებ-გვერდზე აქტიურობდნენ. ქართველი მომხმარებლების აქტიურობის გამო, NBA-იმ შერჩევის პროცედურაში ცვლილება განახორციელა. გულშემატკივრების ხმა 50 %იანი,  ხოლო 25-25 %ანი წილი კალათბურთელებს და ჟურნალისტებს დაუტოვა.

ქართველების შემაჯამებელი ომი კი, შოთა რუსთაველის გამარჯვება იყო, ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. გამოკითხვა საიტზე ranker.com-ზე მიმდინარეობდა, ხმის მიცემა ფეისბუქის საშუალებით იყო შესაძლებელი. ათეულში იყვნენ: შექსპირი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, დიკენსი, ედგარ ალან პო, ჰომეროსი, ჯორჯ ორუელი, მარკ ტვენი. 

 

 

to be continued...

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი