რუსეთში "Instagram"-ი დაბლოკეს

11 მარტი 2022, 22:58 2431 ნახვა

"Facebook"-ისა და "Twitter"-ის შემდეგ რუსეთში "Instagram"-იც დაბლოკეს.

რუსეთის მედიის მარეგულირებელი ორგანო "როსკომნადზორის" განცხადებით, სოციალური ქსელი 14 მარტიდან დაიბლოკება.

ქსელის მომხმარებელს მომდევნო 48 საათი მიეცა იმისთვის, რომ ფოტო და ვიდეომასალები, რომლებსაც "Instagram"-ზე ინახავდა, სხვა სოციალურ ქსელებში გადაიტანოს.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ, სასამართლოს "Meta"-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი