"Facebook"-ის, "Instagram"-ის და "Messenger"-ის აპლიკაციების მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

03 ნოემბერი 2021, 22:49 1465 ნახვა

Facebook-ის, Messenger-ისა, და Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება ფიქსირდება.

ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებლებს შეტყობინებების გაგზავნის, სერვერთან დაკავშირების და აპლიკაციაში შესვლის პრობლემა შეექმნათ. 

ვებ-გვერდის ცნობით, მომხმარებელთა 68%-ი ვებ-გვერდის გახსნას ვერ ახერხებს, 10% სერვერს ვერ უკავშირდება, 22% კი აპლიკაციაში შესვლის სირთულეებზე მიუთითებს.

რამ გამოიწვია შეფერხება ჯერ ჯერობით უცნობია. კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში