232 პირს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად ამოეწურა - შსს

12 თებერვალი 2020, 16:13 2816 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის მე-4 კვარტლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად - 232 პირს ამოეწურა.

ამათგან, 24-მა მათგანმა გამოცდა თავიდან ჩააბარა, ხოლო - 208 ადამიანს მოწმობის მოქმედება შეჩერებული აქვს.

რეგიონებს შორის, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები ყველაზე მეტ პირს თბილისში ამოეწურა, სულ 110 შემთხვევა, მას მოსდევს ქვემო ქართლი, სადაც ასეთი 26 ფაქტი დაფიქსირდა და იმერეთი 15 შემთხვევით.

რაც შეეხება აჭარას, აქ მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულიად 7 პირს ამოეწურა.

გასული წლის მონაცემებით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად ყველაზე მეტ ადამიანს თბილისში შეუნარჩუნდა, ასეთი დედაქალაქში 306 277 პირია, მას მოსდევს იმერეთი 155 055 პირით. აჭარაში კი 2019 წლის მონაცემებით, მართვის მოწმობაზე 100 ქულა სრულიად 90 626 მძღოლს აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი