თურქეთში 6.9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

24 იანვარი 2020, 22:30 9703 ნახვა

ცოტა ხნის წინ, თურქეთში, ქალაქ მალატიაში მიწისძვრა იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

პირველადი ინფორმაციით, მიწისქვესა ბიძგები იგრძნობოდა აღმოსავლეთ თურქეთის რამდენიმე მეზობელ პროვინციაში.

მიწისძვრა დაახლოებით 21:55 წუთზე დაფიქსირდა.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოცენტრში განმარტავენ, მიწისძვრას საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილიც იგრძნობდა. 

 ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 500 კილომეტრში იყო. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მსხვერპლი არ არის, დაშავდა ორი ადამიანი. მისივე თქმით, რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. 

მალატიაში 762 000 ადამიანი ცხოვრობს

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი