 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            თურქეთის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული 131 პირის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს 3 წელი და 9 თვიდან, 45 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 2016 წლის 15 ივლისს მოხდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანაში 80 ათასამდე ადამიანი დააკავეს. სამსახურებიდან კი, 160 ათასზე მეტი საჯარო მოხელე დაითხოვეს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            