ოჯახი, რომელსაც შუახევში სახლი დაეწვა დროებით მეზობელ სახლში გადაიყვანეს

15 იანვარი 2020, 10:52 361 ნახვა

შუახევში, სოფელ ბრილში ხანძრის შედეგად დაზარალებული რვაწევრიანი ოჯახი მეზობელ სახლში დროებით გადაიყვანეს. დაზარალებულებს ქირით ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს.

სტიქიის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ კი გადაწყდება რა ტანხას გადაუხდიან ოჯახს, კომპენსაციის სახით.

ტარიელ ბერიძის საცხოვრებელი 13 იანვარს ხანძრის შედეგად დაიწვა. სრულად განადგურდა  საყოფაცხოვრებო ნივთები.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში