რაულ ხაჯინბა გადადგა - შეფასებები

13 იანვარი 2020, 15:07 1363 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველი გუნდის წევრი ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, აფხაზეთში არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა და ვერც ჩატარდება და  ეს ყველაფერი კრემლის „კარის თამაშებია".მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს მის ხელთ არსებულ საერთაშორისო ბერკეტებს, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს.

გამოეხმაურა ოპოზიციისა და ექსპერტების კრიტიკას, რომ ხელისუფლებას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კომუნიკაცია აღარ აქვს, სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კავშირზეა მათთან, თუმცა ამაზე საუბარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ხდება, დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილი კი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია არანაირი პოლიტიკა აფხაზეთი მიმართ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში