11 დაღუპული- შტორმი  შეერთებულ შტატებში     

12 იანვარი 2020, 12:07 1983 ნახვა

11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა შტორმს,აშშ-ის სამხრეთ შტატებში  – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მსხვერპლია ალაბამას, ლუიზიანასა და ტეხასის შტატებში. სტიქიის ზონაში ძლიერი ქარი და წვიმაა. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ალაბამაში მოსახლეობა მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გააფრთხილეს. ოკლაჰომასა და არკანზასში წყალდიდობის საფრთხეა გამოცხადებული. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო ასობით რეისი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში