დღეს ბათუმში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

26 დეკემბერი 2019, 14:26 1553 ნახვა

დღეს ბათუმში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.  ღონისძიება 21:00 საათზეა ჩანიშნული, 17:00 საათიდან სადღესასწაულო პროგრამა კონცერტი დაიწყება, მასში ადგილობრივი ბენდები და სოლო შემსრულებლები მონაწილეობენ. მუსიკალური საღამო რამდენიმე საათს გაგრძელდება და მასში კამერული გუნდი და ჯაზ ბიგ ბენდებიც მიიღებენ მონაწილეობას. საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის მიხედვით ყოველდღიურად ჩატარდება კონცერტები. 31 დეკემბრს კი ეროვნული სიმფონიური ორკესტრი  ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გამართავს კონცერტს. 

ბათუმის ბულვარში  საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ გუშინ უნდა აენთოთ, თუმცა ჩაქვისთავში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, საზეიმო ღონისძიება გადაიდო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში