მოზარდების გარდაცვალების გამო, ბათუმსა და ქობულეთში დღეს ნაძვის ხეს აღარ აანთებენ

25 დეკემბერი 2019, 17:43 6700 ნახვა

ბათუმის ბულვარში დღეს საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ უნდა აენთოთ, ასევე დაგეგმილი იყო კონცერტიც. ბათუმის მერის მოადგილის სოფო ხალვაშის განცხადებით, ჩაქვისთავში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, საზეიმო ღონისძიება გადაიდო. ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან მოსწავლეებიც. 

მერის მოადგილე ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებს როდის გაიმართება ღონისძიება, ამბობს, რომ საკითხზე კონსულტაციას გაივლის. 

საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ უნდა აენთოთ დღეს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, ღონისძიება გადაიდო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი