ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

18 დეკემბერი 2019, 16:23 646 ნახვა

დღეს, 18 დეკემბერს თბილისში 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით განსაზღვრულ ნომინაციებში საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს წინასაახალწლო დაჯილდოების ცერემონია უნდა გაემართა, თუმცა 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის გამო ღონისძიება ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ აჭარის ტელევიზიას ცოტა ხნის წინ ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურმა განუცხადა.ნომინაციების მიხედვით – წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, წლის სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობაში, წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი, წლის ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში, წლის მწვრთნელი, ქალთა სპორტში დასაქმებული წლის საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო სპორტული მენეჯერი, საუკეთესო სპორტული ფედერაცია, ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი უნდა გამოევლინათ.

ასევე 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი და მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენი სადაც ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე , გენო პეტრიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი არიან წარდგენილები.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში