„წლის საუკეთესო მონა“ - ირაკლი კობახიძეს აქტივისტები შეძახილებით შეხვდნენ

02 დეკემბერი 2019, 18:26 1293 ნახვა

„წლის საუკეთესო მონა“, „პროპორციული დაიდოს“ - ამ შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, „სირცხვილიას“ წევრები. ირაკლი კობახიძე „ქორთიარდ მარიოტში“ რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა. პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვაში ირაკლი კობახიძემ ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა,მისი თქმით ისინი იფარებენ ბავშვებს და მათ თავის იდეოლოგიას თავს ახვევენ.

აქციაზე ადამიანთა ჯგუფი გამოჩნდა, რომელებიც მონაწილეთა აზრით, ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ და ისინი მსგავს აქციებზე ხშირად ცდებიან, თუმცა ამ ადამიანებმა განაცხადეს, რომ უბრალოდ სასტუმროსთან მოვიდნენ და ქალაქის ხედით ტკბებოდნენ.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში