კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის - ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

02 დეკემბერი 2019, 17:07 2020 ნახვა

თუ შემოვა პარლამენტში ეს საკითხი აუცილებლად დავუჭერ მხარს, იმიტომ, რომ კრიმინალების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის'' - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

'' მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები და ამ დანაშაულზე მიეცა პასუხისგებაში. აქ რომ იყოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი, ბუნებრივია, შეიძლება, უფრო მკაცრიც ყოფილიყო ეს სანქცია და ხედავთ, რომ სანქცია არის საკმაოდ რბილი, საუბარია ჯარიმაზე და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევაზე. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან არ გვაქვს საქმე. ის ადეიშვილთან ერთად მონაწილეობდა „ქართუს“ გაკოტრებაში, ეს არის იმდენად ცხადი დანაშაული, რომ აქ სანქციის ადექვატურობაზე საუბარიც ზედმეტია“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი დგება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში