ბიძინა თუ ვერ აღკვეთავ ფილმის ჩვენებას, მინისტრებიანად შემოგვიერთდი და გააპროტესტე - ვასაძე

08 ნოემბერი 2019, 18:18 523 ნახვა

ლევან ვასაძე, პარტია ''ქართული ოცნება'' დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს ან ფილმის ჩვენება აღკვეთოს, ან მინისტრებიანად აქციის მონაწილეებს შეუერთდეს და გააპროტესტოს. 

„მე მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს - ჩვენ დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და ვეღარ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ თქვენ. ჩვენ ვართ შეგნებული, ტრადიციული, ეროვნული მოქალაქეები. მინდა მივმართო ბიძინას და ვუთხრა, რომ თუ შენ მართლა გეშინია ან ვერ აუქმებ ამ ფილმს, მაშინ მოდი და დაგვიდექი „ვერის ბაღში“, გელოდებით აქ ქართველი ხალხი.

წამოიყვანე ირაკლი ღარიბაშვილიც და პრემიერ-მინისტრიც. დაგვანახეთ, რომ არ ემსახურებით ანტიტრადიციულ მიმდინარეობას, რომელიც გვანადგურებს ჩვენ. ასევე, მინდა მივმართო პოლიციელებს. ის ხალხი, რომელიც თქვენ გასისხლიანებდათ ზაფხულის განმავლობაში და ქვებს გესროდათ, ვინც ამას აფინანსებდა, სწორედ ის ხალხი შედის ამ კინოთეატრებში და მათ დაცვას გავალებენ თქვენ. აი, როგორ შეგიტრიალათ სატანამ სიმართლე. მოვუწოდებ ყველა პოლიციელს, ნუ შეგვიშლიან ხელს ამ სეანსების გაუქმებაში მთელი საქართველოს მასშტაბით,“ - განაცხადა ვასაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი