''თავისუფალი დემოკრატების'' საარჩევნო სია ცნობილია

07 სექტემბერი 2016, 00:00 4174 ნახვა

''თავისუფალმა დემოკრატებმა'' უსკოში პროპროციული სია წარადგინა. სიის ლიდერი კობა ჩხეიძეა, მეორე ნომერი კი ჯაბა ბერიძე. ხუთეულშია ოთარ ცეცხლაძე და არმაზ ბახტაძე, ოთხივე მათგანი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრები არიან. ისინი პარალელურად, მაჟორიტარულ ოლქებშიც არიან კანდიდატებად წარდგენილები. ათეულში სამი ქალია _ ხათუნა ფაღავა, სალომე ზაქარიაძე და ნარგიზ ალასანია. ~თავისუფალი -დემოკრატების~ სიაში უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრები არ არიან. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პროპორციული სია, ამ დროსითვის, მხოლოდ, 4 პარტიას აქვს წარდგენილი. ვადა ხვალ იწურება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში