შეთანხმების მიუხედავად, სირიის ქალაქ რას-ელ-აინში აფეთქებების ხმა ისმის

18 ოქტომბერი 2019, 16:50 488 ნახვა

ამერიკასა და ანკარას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სირიის ქალაქ რას-ელ-აინში აფეთქებების ხმა ისმის. 

უცხოური მედიის ცნობით, ჭურვებს საზღვრისპირა ქალაქში თურქული მხარე დღეს დილიდან ისვრის.

გუშინ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ  მხარეთა შეთანხმების ცეცხლი 120 საათით შეწყდება, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ. 

დღეს კი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციას მაშინ დაასრულებს, როცა ტერორისტები უსაფრთხოების ზონას დატოვებენ.

ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში