თვითნებობით მიღწეული მიზანი 

12 ოქტომბერი 2019, 20:30 921 ნახვა

ბათუმში რომ სამშენებლო ქაოსია ამაზე სიუჟეტები ბევრჯერ მოგვიმზადებია, ბევრი ექსპერტის მოსაზრება და ანალიზიც მოგვისმენია, მაგრამ პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. ბოლო დროის ყველაზე საგულისხმო ტენდენცია კი უნებართვო ნგრევისა და შენების ფაქტებია. ინგრევა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შენდება ახალი კორპუსები.

პროცესი იწყება უკანონოდ, რადგან ხშირ შემთხვევაში მერიას შესაბამისი ნებართვები გაცემული არ აქვს, თუმცა დოკუმენტაცია წესრიგდება, კანონმდებლობასტან შესაბამისობაში მოდის და უკანონობაც კანონიერი ხდება.

ბოლო დროის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები უნებართვოდ აშენებული რვა სართული და განადგურებული ისტორიული სახლია, სადაც ბრიტანელი ჯარისკაცები ცხოვრობდნენ. რატომ ვერ ხერხდება უკანონობის აღკვეთა და რატომ ხდება პროცესის წახალისება.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში