ნატო შავი ზღვის რეგიონში, რუსული სამხედრო გაძლიერებით შეშფოთებულია - როუზ გოტმიოლერი 

03 ოქტომბერი 2019, 17:36 2150 ნახვა

''ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსული სამხედრო გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში, ამიტომაც ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის'' - ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე პრესკონფერენციაზე გააკეთა. როუზ გოტმიოლერმა თქვა, რომ დაგეგმილია ერთობლივი წვრთნებიც. 

ალიანსის წარმომადგენელმა დღეს ბათუმში განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს. ასევე ისაუბრა რეფორმების ტალღაზე, მის აუცილებლობასა და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხზეც.

''თქვენ ინსტიტუტების გაძლიერება მოახერხეთ, თავდაცვის ძალების გაძლიერება და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაც. ჩვენ მხარს გიჭერთ ამ მიმართულებით. მხარს გიჭერთ იმ რეფორმებში, რომელიც საქართველოს ნატოსთან აახლოებს. ბრიუსელის სამიტზე, 2018 წელს, ალიანსი ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო მიღებული იქნება ალიანსის წევრად. 

მოვუწოდებ რუსეთს გამოიწვიოს ჯარები და საქართველოს ტერიტორიად აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი'' - განაცხადა პრესკონფერენციაზე როუზ გოტმიოლერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი