ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ტომაშ ფროლიხმა კახა კალაძესა და პარტია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ფროლიხი სოციალურ ქსელში წერს, რომ გლობალისტები და ევროკავშირი აგრძელებენ საქართველოში პრობლემებისა და თბილისის ქუჩებში ძალადობრივი პროტესტების გაღვივებას.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ „მილანის“ ყოფილი საფეხბურთო ვარსკვლავი, კახა კალაძე, ცხადი უმრავლესობით კიდევ ერთხელ აირჩიეს თბილისის მერად. ფროლიხის თქმით, კალაძე და პარტია „ქართული ოცნება“ წარმოადგენენ ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებს, უარყოფენ ლგბტქ დღის წესრიგს და სუვერენიტეტს საგარეო კონტროლზე მაღლა აყენებენ. მათ არ სურთ მეორე უკრაინა გახდნენ და ეს არის მიზეზი, რატომ არიან გლობალისტები და ევროკავშირი ამით დამწუხრებულები. - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე