თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპული მეხანძრეების გლოვის გამო ინეგოლში ეთნიკური ქართველების ფესტივალი გადაიდო, თუმცა ოფიციალური ვიზიტი შედგა. თურქეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ, პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა არაერთი შეხვედრა გამართეს ქალაქ ბურსაში, ორჰანგაზში, იზნიკსა და გემლიკში.
ისინი ეწვივნენ გუბერნატორს, ქალაქის მერებს, სავაჭრო პალატის თავმჯდომარეებსა და რა თქმა უნდა ქართულ საზოგადოებებს, რომლებიც მარმარას რეგიონში წლების წინ შეიქმნა. ყველა შეხვედრაზე საუბარი შეეხო თურქეთ-საქართველოს შორის კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობებში აქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების როლს.