საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელმაც საქართველოში, 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებაზე უარი დროის სიმცირის გამო განაცხადა, ჩეხეთში მიემგზავრება. ოფიციალურმა პრაღამ ეუთო/ოდირს მიწვევა ორ სექტემბერს გაუგზავნა, არჩევნები კი ჩეხეთში სამ ოქტომბერს იმართება.
მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აინტერესებთ- რა პრინციპით მიიღო გადაწყვეტილება ეუთო/ოდირმა, რომელიც დროის ფაქტობრივად იგივე მონაკვეთში, ჩეხეთში გამგზავრებას და არჩევნებისთვის მომზადებას ასწრებს, საქართველოში ჩამოსვლაზე უარის მიზეზად კი სწორედ ვადებს ასახელებს.
უმრავლესობაში 2007 წლის მოვლენებიც გაიხსენეს, როდესაც სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, მისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება და ქვეყანაში ჩამოსვლა ზუსტად ერთ თვეში მოახერხა. ეუთო/ოდირის მხრიდან დროის სიმცირე რომ ფორმალური მიზეზია უარისთვის, ამის შესახებ ოპოზიციაში საუბრობენ