ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება - შეფასებები

28 ივლისი 2025, 20:08 110 ნახვა

 ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება ისევ პოლიტიკური შეფასებების მიზეზია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.  ოპოზიცია მთავრობის ცვლილებაზე საუბრობს,  მმართველ გუნდში კი  ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში  ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა  ამოიკითხეს.

გაგახსენებთ  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა განცხადება საღამოს გაავრცელა. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში