საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს უელსს დაუპირისპირდება

23 სექტემბერი 2019, 12:28 238 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გახსნით მატჩს დღეს უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო  ჩემპიონატს  ბორჯღალოსნები ქალაქ ტოიოტას სტადიონზე ჩაატარებენ. მატჩი თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს. საქართველოს ნაკრები D ჯგუფშია, რომელშიც  უელსის გარდა არიან ავსტრალიის, ურუგვაისა და ფიჯის ნაკრებები.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი