საქსტატი ირწმუნება, რომ საქართველოში მოქალაქეებს ხელფასი გაეზარდათ  

16 სექტემბერი 2019, 11:34 1498 ნახვა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.

კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. სხვაობა კი დაახლობით, 500 ლარი იყო.

სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებს 913.5 ლარი, ხოლო კაცებს - 1 419.8 ლარი აქვთ. ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 69.1 და 85.9 ლარი შეადგინა.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 393.6 ლარი

. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 900.4 ლარი

. ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 806.4 ლარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში