მიხაელ შუმახერიპარიზში ერთ-ერთ საავადმყოფოში გასაიდუმლოებული სამედიცინო ჩარევის მიზნით გადაიყვანეს

11 სექტემბერი 2019, 18:01 1479 ნახვა

ფორმულა ერთის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მიხაელ შუმახერი პარიზში ერთ-ერთ საავადმყოფოში გასაიდუმლოებული სამედიცინო ჩარევის მიზნით გადაიყვანეს.  ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

მიმდინარე წლის  3 იანვარს შუმახერს 50 წელი შეუსრულდა. იგი  5 წლის წინ საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ არავის უნახავს.  

სპორტსმენმა თავის არეში მრავლობითი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ იგი კომაშია.  

ფრანგული მედია  წერს, რომ შუმახერს ფრანგი ქირურგი ფილიპ მენაშე ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავს.  შუმახერის წარმომადგენელი  კომენტარისგან თავს იკავებს.  

მიხაელ შუმახერი მოპოვებული რეკორდული 91 გრან პრით მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ავტომრბოლელია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში