ბოლო დღეს განხორციელებული გამორჩეული ტრანსფერები

03 სექტემბერი 2019, 11:41 1713 ნახვა

ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დასრულდა. ბოლო დღე როგორც ყოველთვის დატვირთულია და ყველაზე მეტი კონტრაქტი ფორმდება.

გუშინდელი დღის მთავარი ტრანსფერი ,,პსჟ’’მ განახორციელა . პარიზელებმა ,,ინტერიდან’’ მაურო იკარდი დაიმატეს. ფრანგებს სეზონის ბოლოს არგენტინელი ფორვარდი  70 მილიონ ევროდ შეუძლიათ გამოისყიდონ.

საქართველოს ჩემპიონატი დატოვა ასევე ორმა ფეხბურთელმა . თბილისის ,,დინამოდან’’ ლევან შენგელია კარიერას თურქეთის ,,ქონიასპორში’’ გააგრძლებს. ასევე თბილისის ,,დინამო’’ დატოვა აბდელ მეჯუბიმ , რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ფრანგულმა ,,ბორდომ’’ დაიმატა. სავარაუდლოდ მეჯუბი ,,ბორდოს’’ სარეზერვო გუნდში ითამაშებს.

ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს განხორციელებილი გამორჩეული ტრანსფერები :

 

,,ბაშაკშეჰირი’’  : თურქულმა კლუბმა გამოცდილი სლოვაკი მცველი მარტინ შკრტელი თავისუფალი აგნეტის სტატუსით დაიმატა.

,,გალათასარაი’’ :   მარიო ლემინა იჯარის წესით თურქულ გრანდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.  მთავრი ტრანსფერი ,,გალასთვის’’ მაინც რადამელ ფალკაოს გაფორმება იყო.

‘’პსჟ’’ : პარიზში სეზონის ბოლომდე იასპარეზებს მაურო იკარდი,  ასევე ფრანგებმა რეალიდან კეილორ ნავასი დაიმატეს.

,,რომა’’ : რომაელებმა შეტევის გაძლერების მიზნით ნიკოლა კალინიჩი და ჰენრიკ მხითარიანი დაიმატეს.

,,მილანი’’ : იტალიურ გრანდში ორწლიანი იჯარით ხორვატი ანტე რებიჩი ითამაშებს,

‘’რეალი’’ : სამეფო კლუბმა ნავასის ნაცვლად კლუბში არენდით ფრანგი მეკარე ალფონს არეოლა მოიყვანა.

,,ატალანტა’’ : ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა ,,ატალანტამ’’ დაცვის ხაზი გამოცდილი სიმონ კიაერის დამატებით გააძლიერა.

‘’სევილია’’  :  ლა ლიგაში დაბრუნდა მექსიკელი ხავიერ ერნანდესი . ჩიჩარიტო ბოლოს ესპანეთში ,,რეალის’’ ღირსებას იცავდა. მექსიკელმა 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

‘’პარმა’’ :  იტალიელებმა 2023 წლამდე მატეო დარმიანი გაიფორმეს. დარმიანი ბოლოს ,,მანჩესტერში’’   ასპარეზობდა.

‘’აინტრახტი’’  : გერმანელებმა რებიჩის გაშვების შემდეგ ,,მილანიდან’’ 2 წლიანი იჯარით ანდრე სილვა მოიყვანეს.

,,შახტარი’’ : უკრაინელებმა გამოცდილი ევგენი კონოპლიანკა დაიმატეს. ფეხბურთელი დონეცკში 3 წელი   დარჩება.

,,ლაიფციგი’’ : გერმანელებმა ,,რომადან’’ იჯარით ჩეხი ფორვარდი პატრიკ შიკი აიყვანეს.

..ფენერბახჩე’’ : სტამბოლურმა კლუბმა გამოცდილი ლუის გუსტაო 6 მილიონად ,,მარსელიდან’’ დაიმატეს.

‘’კოპენჰაგენი’’ : 31 წლის  ნიკლას ბენტნერი კარიერას დანიურ გრანდში გააგრძელებს.

‘’სპორტინგი’’ : პორტუგალიელებმა  1 წლიანი იჯარის წესით ,,პსჟ’’დან ხესე როდგრიგესი გაიფორმეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში