"სტადიონს დედა აღარ ჰყავს, იქნებ ამ ფოტოთი ცოტა ყურადღება მოგვაქციონ" - მოქალაქის წერილი

28 აგვისტო 2019, 16:22 4935 ნახვა

ფარის ნაცვლად რბილი სავარძელი, დაზიანებული ხელოვნური საფარი და ამორტიზებული საფეხბურთო მოედანი.  ხიმშიაშვილის 25 ნომერში მცხოვრებლები სტადიონის რეაბილიტაციას და მუნიციპალიტეტის მხრიდან ყურადღებას ითხოვენ.  პროტესტის ნიშნად მოზარდებმა ფარის ადგილას სავარძელიც განათავსეს.

"მოედნის ხელოვნური საფარი სამი წლის წინ ქარმა დააზიანა, მას შემდეგ ბავშვები დახეულ ხალიჩაზე თამაშობენ. სტადიონს დედა აღარ ჰყავს, იქნებ ამ ფოტოთი ცოტა ყურადღება მოგვაქციონ" -გვწერენ  სოციალურ ქსელში. 

ფოტო:ჯაბა ცეცხლაძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში