დედამიწის ფილტვები იწვის - ამაზონის ტყე ცეცხლის ალშია გახვეული

23 აგვისტო 2019, 18:03 797 ნახვა

„პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყე კატასტროფული სიჩქარით ნადგურდება.  ტროპიკულ ტყეებში იანვრიდან აგვისტომდე 72 000-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა. მეცნიერების განმარტებით, ჯუნგლები გარდაუვალ კოლაფსს უახლოვდება.

3,4 მეათედ მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ტყე  დედამიწის ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 20 პროცენტს აწარმოებს. ფაქტს მსოფლიო პოლიტიკოსები საერთაშორისო დონის კრიზისად აფასებენ.

ბუნების დამცველები ამტკიცებენ, რომ ხანძრების უმრავლესობა განზრახ გააჩინეს, ბრაზილიის პრეზიდენტი კი  ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს.

ორშაბათს ბრაზილიის ქალაქ სან პაულუს ცა მომენტალურად განაცრისფრდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ამაზონის ტროპიკული ტყიდან მონაბერი კვამლი იყო, რომელმაც მთელი ქალაქი დაფარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში