უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

21 ივლისი 2019, 14:19 464 ნახვა

უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან არჩევნებში ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17%-ს აჭარბებს.

როგორც ცესკო-ში განაცხადეს, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ეს დაბალი მაჩვენებელია.

რადას ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგი საღამოს გახდება ცნობილი. ეგზიტპოლების შედეგები 21 ივლისს, საღამოს გამოქვეყნდება.

მეცხრე მოწვევის რადას პირველის სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი