ნეთანიაჰუ თელ-ავივის სასამართლოში გამოცხადდა

15 ოქტომბერი 2025, 13:31 53 ნახვა

ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ-ავივის სასამართლოში კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად გამოცხადდა.  მას კორუფციის ბრალდებით ასამართლებენ, რასაც უარყოფს. ჩვენების მიცემის დროს, სასამართლოს გარეთ მომიტინგეების ორმა ჯგუფმა - ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეებმა და მისმა მხარდამჭერებმა - დემონსტრაციები გამართეს.

ტრამპმა იერუსალიმში, ისრაელის პარლამენტისადმი მიმართვისას, ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს ნეთანიაჰუს შეწყალებისკენ მოუწოდა.

ნეთანიაჰუს 2019 წელს ბრალი წაუყენეს სამ საქმეში, რომელთაგან ერთ-ერთი ბიზნესმენებისგან საჩუქრების სახით თითქმის 700 ათასი შეკელის მიღებას ეხება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში