ვენესუელა ნორვეგიაში საელჩოს ხურავს

14 ოქტომბერი 2025, 13:24 107 ნახვა

ვენესუელა ნორვეგიასა და ავსტრალიაში საელჩოებს ხურავს. ვენესუელის მთავრობა მიზეზად საგარეო სამსახურის რესტრუქტურიზაციას ასახელებს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვენესუელის საგარეო უწყებამ საელჩოს დახურვის შესახებ აცნობა, თუმცა ნიკოლას მადუროს მთავრობას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.

კარაკასმა ეს გადაწყვეტილება ვენესუელის ოპოზიციის ლიდერისთვის ნობელის პრემიის გადაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში