12-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ავღანეთში ავღანეთისა და პაკისტანის ძალებს შორის ახალი შეტაკებების შედეგად - განაცხადა თალიბანმა. გასულ შაბათ-კვირას მეზობელ ქვეყნებს შორის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა.
ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისლამაბადმა მოითხოვა, რომ ავღანეთის თალიბანის ადმინისტრაციამ იმოქმედოს იმ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში არსებული თავშესაფრებიდან თავს ესხმიან პაკისტანს.
თალიბანი უარყოფს პაკისტანელი მებრძოლების ყოფნას ავღანეთში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე