აბონენტების ნაწილი ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშე

11 მაისი 2019, 12:40 824 ნახვა

ბურღვითი სამუშაოებისას გაზის ცენტრალური მილის  დაზიანებიდან  მეოთხე დღეს, ბათუმში 4 000  მდე აბონენტს გაზი კვლავ არ მიეწოდება. ამ დრომდე „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები  ანგისისა და ადლიიის მიმართულებით მუშაობენ. ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემაა ხელვაჩაურშიც, ამ დრომდე  ბუნებრივ აირს 8 000 მდე აბონენტი ვერ იღებს.

როგორც  კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, ბრიგადები ამ  დროისთვის სოფელ  ჭარნალში ,თხილნარსა და მიმდებარე სოფლებში მუშაობენ. გაზი არ მიეწოდება სარფსა და გონიოში მცხოვრებ ოჯახებს.   კომპანიაში ვარაუდობენ, რომ  აღდგენითი სამუშაოები 5 საათისთვის დასრულდება, ხოლო თუ რომელიმე აბონენტი გამორჩება სამუშაო ჯგუფს, მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ - 16 114.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში