ზაზა ნადირაძე დღეს იასპარეზებს

18 აგვისტო 2016, 00:00 1611 ნახვა

კანოისტი ზაზა ნადირაძე ფინალში დღეს, თბილისის დროით 16 საათსა და 23 წუთზე იასპარეზებს. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს კანოეში მონაწილე პირველად ჰყავს. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტის მქონე ქართველმა კანოისტმა 200 მეტრ დისტანციაზე სპრინტში ნახევარ ფინალში 7 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძე ჯამში 8 ფინალისტს შორის მე-4 შედეგით შევიდა.  

ამავე კატეგორიაში