ქობულეთის მერიის აიპებს ბიუჯეტი გაეზარდათ

06 იანვარი 2019, 00:00 1473 ნახვა

ქობულეთის მერიის „ა(ა)იპ“-ების ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია და 8 მილიონ 300 ათასი  ლარია.   3 წლის წინ შექმნილი ა(ა)იპ ,,ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის სათამაშო სახეობების სპორტული კლუბი -ქობულეთი“ მუნიციპალიტეტის მერიამ გააუქმა და მასში შემავალი სპორტული ჯგუფები აიპ სასპორტო სკოლასთან გაერთიანდება, მათი ბიუჯეტი 238 800 ლარი იქნება.

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი  აიპი ბაგა-ბაღების გაერთიანებაა, რომლის დაფინანსება 3 მილიონ 462 ათას ლარზე მეტია. 640 600 ლარით ფინანსდება აიპი „ქობულეთის სოფლის  წყალი „ რომელმაც  20 წყალსადენის, 20 სათავე ნაგებობის და 38 რეზერვუარის გამართული მუშაობა უნდა უზრუნველყოს.  2 მილიონ ლარზე მეტი  კი  წელს აიპი სანდასუფთავებისთვისაა გამოყოფილი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში