ზაფხულის სეზონი ბათუმში ცხელი იქნება

05 ივნისი 2018, 00:00 1674 ნახვა

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნით, 2018 წლის ზაფხულის პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და კავკასიის რეგიონის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

აღნიშნულ რეგიონებში ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე (საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა) მაღალი, ხოლო ნალექები ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.

მეტეოროლოგების პროგნოზით, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 60%-იანი ალბათობით ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექები 45%-იანი ალბათობით ნორმაზე ნაკლები იქნება.

2018 წლის ზაფხულის (ივნისი, ივლისი, აგვისტო) სეზონის ამინდის პროგნოზი, გარემოს ეროვნული სააგენტო-მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (wmo) შეადგინა. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში