ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია - განცხადებები

23 იანვარი 2018, 00:00 5383 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხულოს ორგანიზაცია ხულო-გოდერძის  დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითხოვს. ირაკლი ჯორბენაძე ხელისუფლებას სამუშაოების დაწყების გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განცხადებას საქართველოს პარლამენტში მაღალმთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი  გამოეხმაურა.

ანზორ ბოლქვაძის თქმით, გზის კეთილმოწყობითი სამუშაოები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამ ეტაპზე გზასთან მცხოვრებ ოჯახებზე კომპენსაციის გაცემა მიმდინარეობს, რომელმაც 2 მილიონ ნახევარ ლარს მიაღწია. ხულო - ზარზმის გზის მშენებლობისთვის 354 ოჯახზე გაიცემა  კომპენსაცია. ცნობილია რომ რეაბილიტაციის პროცესზე 8 მილიონი ქუვეითური დინარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში